Текст песни
მე ვარ მოხუცი სახლი
შენი საუნჯე კერა
ვარ გაკოჭილი ვაზით
შენ რომ დანერგე ძველად
აყვავებული ეზო
ის შენს ნაბიჯებს ელის
ვაზი ვერ ხარობს ვერა
მას უნდა შენი ხელი
მტკივა კიბე და კარი
ის შენს ნაბიჯებს ელის
მტკივა ნათურა ჭაღის
ისიც ანთებას ელის
მტკივა მაგიდა, სკამი
მუდამ გაშლილი სუფრით
მტკივა ლობიოს ჯამიც
ამოლოკილი პურით
დამინაოჭდა ფარდა
კარებს ვერ ვხურავ მცივა
არ მიმატოვო არა
მე უშენობა მტკივა
მე ვარ მოხუცი სახლი
შენი საუნჯე კერა
საქართველოში ვდგავარ და
დაბრუნდები მჯერა