Текст песни
გაფრენილან ოცნებები
ფიქრები და ლოდინები
შენ კი გულში შემოფრინდი პეპელა
თავი ისე შემაყვარე
მენატრები დღე და ღამე
დავიწვი და დავიდაგე ნელ ნელა
მოფრინდები გაფრინდები
მე კი ისევ გელოდები
ამიხსენი ასე რატომ მაწვალებ
მენატრები მენატრები
არა მე არ გებრალები
შენთან ერთად ყოფნა
მაინც მაცალე მაცალე
პეპელა დაფრინავს და დაფარფატებს
პეპელა
სილამაზით გამახარებს პეპელა
საფერებლად დაგედევნები
პეპელა იკეკლუცე ინარნარე პეპელა
ყვავილებში დაგემალე პეპელა
მაინც ჩემთან გამოფრინდები
სიყვარულით გაგაოცებ
თუ არ გინდა არ გაკოცებ
და თუ გინდა დაგიკოცნი წამწამებს
ნიავსაც არ მოგაკარებ
იფრინე და ინარნარე
სიყვარულით სავსე თასი დაცალე