Текст песни
ჩემს ფანჯრებთან ყოველ დილას ჩიტი გალობდა
ნარნარი და ფრთალამაზი ყველას ატკბობდა
უკეთესი ქვეყანაზე არა იყო რა
ალიონზე ჩემს ქალაქში ჩიტი ჩიორა
მის: ჩიორა ჩემო ჩიტო მიყვარს შენი ბგერები
ჩიორა ამამღერებს შენი ნაზი ფერები
ჩიორა არასოდეს მავიწყდება შენი ნაზი ხმა
ჩემო ჩიტო ჩემო გვრიტო ჩემო ჩიორა
გაფრენილან წლები როგორც თეთრი ფიფქები
ოცნებები გაფანტულა დარჩა ფიქრები
მაგრამ გული არ ბერდება ასე იოლად
ჩემს ქალაქში როცა გალობს ჩიტი ჩიორა
მოგონებებს ვეფერები გეალერსები
რა იქნება შენც იცოდე ჩემი ლექსები
დაფრინავ და დაფარფატებ სიხარულია
მუდამ შენთან ერთად მღერის ჩემი გულია