Текст песни
მივყვები ქუჩებს და არ ვიცი მე შენგან რა მინდა
წვიიმს , თუ ქარია, მე მაინც, არ მცივა, არ მცივა
ფიფქები ცვივა და ფიფქები უშენოდ მაცვივა
შენს სახელს ვფიცავარ, არ მცივა, უშენოდ არ მცივა,
გახსოვს ყვავილებში ჩვენ ორნი ერთად ვიყავით
გახსოვს რომ ჩურჩულით მიყვარხარ ჩუმათ მითხარი
მას შემდეგ რამდენი ფიფქები უშენოდ დაცვივდა
მას შემდეგ დარდი და ფიქრი ჩემს გულში არ გაცივდა
მოვიდა ზამთარი ჩემს გულში თან დაუკითხავად
თითქოს გაზაფხულმა წაიღო სადღაც შორს წარსული
რამდენი რამ დარჩა რამდენი რამ გაქრა ჩვეული
რამდენი სიტყვები მაქვს მე შენთვის შემონახული
მივყვები ქუჩებს და არ ვიცი მე შენგან რა მინდა
წვიიმს , თუ ქარია, მე მაინც, არ მცივა, არ მცივა
ფიფქები ცვივა და ფიფქები უშენოდ მაცვივა
შენს სახელს ვფიცავარ, არ მცივა, უშენოდ არ მცივა